ჩვენს შესახებ
იოს წიგნების შესახებ
იოს წიგნები შეიქმნა წიგნებისადმი დიდი
სიყვარულის შედეგად. ჩვენს ოჯახში წიგნების მოყვარულები ვართ და გვჯერა წიგნების ჯადოსნური ძალის — შთაგვაგონონ, გვასწავლონ და მათი დახმარებით აღმოვაჩინოთ ახალი სამყაროები.
წლების განმავლობაში ვიძენდით ხარისხიან ინგლისურენოვან წიგნებს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში, ვაგროვებდით სხვადასხვა გამოცემებს. ამ მოგზაურობაში მივხვდით მნიშვნელოვან რამეს — რამხელა მნიშვნელობა აქვს ინგლისურენოვანი წიგნების კითხვას დღევანდელ სამყაროში.
ინგლისური მხოლოდ ენა კი არა, გლობალურ სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდია, ცოდნის გასაღები და პიროვნული თუ პროფესიული ზრდის აუცილებელი კომპონენტი. და ამ ენაზე გამოცემული წიგნების სიუხვე უსაზღვრო შესაძლებლობებს გვთავაზობს.
ჩვენ გვჯერა, რომ წიგნების კითხვას შეუძლია ცხოვრების შეცვლა. წიგნების კითხვა აძლიერებს გონებას, კვებავს წარმოსახვას და აყალიბებს პიროვნებას.
სწორედ ამიტომ შევქმენით იოს წიგნები — ონლაინ წიგნების მაღაზია, რომელიც ოჯახებს სთავაზობს სათუთად შერჩეულ ინგლისურენოვან ხარისხიან წიგნებს. ჩვენი მისიაა გავავრცელოთ ინგლისური ენის ცოდნა და წიგნების სიყვარული, რათა ხელი შევუწყოთ ძლიერი და განათლებული მომავალი თაობების ჩამოყალიბებას.